9 დეკემბერი 2019
ჩაქაფული
აპრილის პირველ კვირებში თავს დაგვატყდება ყვავილთა ქათქათა ფურცლების გრიგალი.ყვავის ტყემალი და ალუჩა,რომლებიც აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე იზრდება.
გავა სულ რაღაც ორიოდ კვირა და ტოტებზე გაჩნდება პატარა ნაყოფები ჯერ კიდევ ბოლომდე არაფორმირებული კურკით. მჟავე,გამოხატული სიმწრის მქონე ქლიავი,ნორჩი ტარხუნა და ბატკანი- ჩაქაფულის აუცილებელი ინგრედიენტებია.
ტრადიციულად ჩაქაფულს ამზადებენ აღდგომაზე და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე.მაგრამ თუ თქვენ გაყინავთ ახალ ქლიავს,ამ შემთხვევაში შეძლებთ წელიწადის ნებისმიერ დროს მოაწყოთ დღესასწაული.

