Яндекс.Метрика
568 76 76 38

დაბრუნება

შეკვეთის მიღების, გადახდის, თანხის დაბრუნების და შეკვეთის დაბრუნების პირობები

შპს „შატილი“, შემდგომში წოდებული, როგორც „ხინკლის სახლი შატილი“, „შატილი“, „რესტორანი შატილი“, „კომპანია“, „ჩვენ“ თავის საკუთრებაში არსებული ვებ გვერდიდან www.shatilibatumi.ge ახორციელებს საკვების, ლუდის, ალკოჰოლური, უალკოჰოლო სასმელების და ნახევარფაბრიკატების რეალიზაციას. შეკვეთების მიღება შესაძლებელია, როგორც ვებ გვერდის, ასევე ოფიციალურ გვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონების და კომპანიის კუთვნილი სოციალური ქსელების საშუალებით.

შეკვეთის მიღების წესები:

შეკვეთის მიღება ხდება კომპანიის თანმშრომლის მიერ, რომელიც ვალდებულია შემკვეთს პირველ რიგში გაეცნოს, გამოიჩინოს თავაზიანობა და გულისხმიერება, ყურადღებით მოუსმინოს, დეტალურად განიხილოს მომხმარებლის მოთხოვნები. მას შემდეგ რაც თანამშრომელი მიიღებს შეკვეთას, ის ვალდებულია ხელმეორედ გაიმეოროს შეკვეთა, შემდგომში გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით.

შატილის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ იღებს ონლაინ შეკვეთას ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მიტანის საფასურის, შეკვეთის მომზადებისათვის საჭირო დროისა და პირობების შესახებ.

შეკვეთის მიწოდება:

შეკვეთების მიწოდება ხდება გარდა საშუამავლო კომპანიებისა (გლოვო, მენიუ.ჯი და ა.შ.) უშუალოდ შპს „შატილის“ მიერ დაქირავებული თანამშრომლის ან/და კომპანიის მეშვეობით, რომელიც ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით და შპს „შატილის“ მიერ დადგენილი წესები და პირობები თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, გაუფრთხილდეს და არ შელახოს შპს „შატილის“, ასევე მომხმარებლის უფლებები. გაუგებრობის შემთხვევაში დაუყოვნებლიც დაუკავშირდეს ხინკლის სახლი შატილის პასუხისმგებელ თანამშრომელს და იმოქმედოს შესაბამისი მითითებების გათვალისწინებით.

გადახდის პირობები:

შეკვეთის მიღების შემდეგ გადახდა ხორციელდება წინასწარ, ვებ გვერდზე თვალსაჩინო ადგილას განთავსებულ საინფორმაციო ადგილზე ღილაკის გააქტიურების და მასში ყველა საჭირო ინფორმაციის შეყვანის მეშვეობით ან/და კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი საშუალებით. შატილი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს  მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის შესახებ მზადყოფნას.

მომხმარებლის ვალდებულებები:

მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიცემამდე ყურადღებით გაეცნოს შპს „შატილის“ ვებ გვერდის სარგებლობის წესებსა და პირობებს. პირი, რომელიც შპს „შატილის“ თანამშრომელს დაუკვეთავს  პროდუქტს ასევე ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ალერგიების შესახებ, მენიუში მითითებული კერძებისგან განსვავებული შეკვეთები აუხსნას დეტალურად და კონკრეტულად, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს მენიუში მითითებულ კერძს და შპს „შატილი“ იხსნის პასუხისმგებლობას ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. დამკვეთი ვალდებულია დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადგილმდებარეობის და დროის შესახებ, სად და როდის სურს მიიღოს მის მიერ განხორციელებული შეკვეთა, დატოვოს თავისი საკონტაქტო და არსებობის შემთხვევაში მასთან მყოფი მეორე პირის მობილური ტელეფონის ნომერი. შატილი პასუხისმგებლობას იღებს მიღებული ინფორმაციის კონფიდენცუალობის დაცვის შესახებ.

შპს „შატილის“ ვალდებულებები:

შეკვეთის მიღების შემდეგ, შატილი შეთანხმებისამებრ იწყებს მის მომზადებას და პარალელურად აწვდის ინფორმაციას კურიერს. მას შემდეგ რაც შეკვეთა იქნება მზად კურიერი ახორციელებს მის დათქმულ დროსა და ადგილას მიტანას.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ მისმამართზე არ იმყოფება და ვერც ერთი საკომუნიკაციო საშუალებით ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება 10 წუთის განმავლობაში, შეკვეთა ბრუნდება უკან შატილში და მომხმარებლისგან პრეტენზია არ მიიღება.

ხინკლის სახლი შატილი გაუგებრობის თავიდან აცილების და მომხმარებლების ლოიალობიდან გამომდინარე ყველა საშუალებას მიმართავს მათი მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისათვის. იმ შემთხვევაში თუ კურიერმა არასასურველი, ცივი, არასათანადოდ მომზადებული შეკვეთა მიართვა დამკვეთს, შატილი ვალდებულია მიტანილი შეკვეთა უკან მოაბრუნოს და მომხმარებელს გონივრულ ვადაში უფასოდ შეთავაზოს მისი თავიდან მომზადება და მიწოდება. მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის განმეორებით შესრულებაზე უარის შემთხვევაში შატილი ვალდებულია, მომხმარებელს უკან დაუბრუნოს გადახდილი თანხა სრულად, იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის 100%–ზე გამოცხადდა პრეტენზია. ხოლო შეკვეთის ნაწილის მიღების შემთხვევაში მომხმარებელთან შეთანხმებით ხორციელდება თანხის ნაწილის დაბრუნება.

იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის მიღებიდან 5 წუთის გასვლამდე მოხდა მისის გაუქმების შესახებ ინფორმირება დამკვეთის მხრიდან, შატილი ყოველგვარი საფასურის გარეშე აკეთებს მის ანულირებას და შემკვეთს უბრუნებს თანხას სრულად. 5 წუთზე მეტი დროის 10 წუთის გასვლის შემდეგ შატილი გადახდილი თანხის 20%–ს იტოვებს მიღებული ზარალის ანაზღაურების მიზნით. 10 წუთზე მეტი დროის გასვლის შემდეგ შატილს შეკვეთის ღირებულების 50% რჩება, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაუყოვნებლივ უკან უბრუნდება მომხმარებელს. 15 წუთის გასვლის შემდეგ შეკვეთის გაუქმება იკრძალება.

მხარეები თანხმდებიან რომ თავისუფლდებიან ვალდებულებებისაგან ფორს მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში.

წინამდებარე პირობები არეგულირებს შპს „შატილსა“ და მის მომხმარებლებს შორის ვებ გვერდზე www.shatilibatumi.ge  და ონლაინ შეკვეთების მიღების და მიწოდებისას წარმოშობილ საკითხებს, ის რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული წესების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს სხვა წესების ბათილობას.

F.A.Q

Часто задаваемые вопросы

Как я могу зарезервировать столик?

Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.

Вы предлагаете не острые блюда?

Consectetur adipiscing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua.

Какие типы кредитных карт я могу использовать?

Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum.

Какие блюда подают в этом ресторане?

Quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure.